logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა  სნიჰურივკაზე კონტროლი აღადგინეს

10 ნოე 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/l3p3u7intro6e4k.png

უკრაინულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქის  სნიჰურივკას დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს.

"სნიჰურივკა არის უკრაინა."- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების  განცხადებაში. 

სნიჰურივკას უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადასვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონისკენ წინსვლის შესაძლებლობას აძლევს.

სნიჰურივკა მდებარეობს ნიკოლაევის რეგიონში, ხერსონიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ქალაქი და რეგიონის რამდენიმე სხვა დასახლება რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადავიდა, ეს ტერიტორია ადმინისტრაციულად "შეუერთეს" ხერსონის ოლქს, რათა შემდგომში რუსეთის მიერ ანექსია გაფორმებულიყო.

ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლებამ ოკუპირებული ხერსონის ტერიტორიიდან სამხედროების გაყვანის შესახებ განაცხადა.


close დახურვა